
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირადობის არაელექტრონული მოწმობების გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ რეესტრის მოწესრიგებასაც შეუწყობს ხელს.
“არსებობს გამოწვევა ძველი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, აქციების, უფასოდ ჩანაცვლების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოღებული. დიდი ალბათობით, დიდი რაოდენობაა მოქალაქეების, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოშიც არ იმყოფებიან ან გარდაცვლილები არიან, ვინაიდან საუბარია ძველი პირადობის მოწმობებზე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ, საერთო ჯამში, წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს