
ავტორი
Front News საქართველო
დაწესებულების ხელმძღვანელი თუ ამბობს, რომ როგორც პიროვნება, ის არის დამოუკიდებლობის, პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის ერთადერთი გარანტორი, ეს საკუთარი თანამშრომლების როლის დაკნინებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საჯარო სამსახურში მთავარი შემოქმედები საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამ სამსახურში რჩებიან.
“ამა თუ იმ დაწესებულების ხელმძღვანელზე ჩამოკიდება არასწორია და ეს არის საკუთარი თანამშრომლების როლის დაკნინება, თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება არის ერთადერთი გარანტორი დამოუკიდებლობის, პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის.
ვფიქრობ, ყველა სამსახური, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პირველ ყოვლისა, იდგა თავის თანამშრომლებზე. ეს თანამშრომლები ამ უწყებაში რჩებიან. საჯარო სამსახურში მთავარი შემოქმედები საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამ სამსახურში რჩებიან. როცა არის ისეთი მიდგომა, თითქოს ერთი ადამიანი არის პროფესიონალიზმის მთავარი ფაქტორი, ეს თავის თავში აჩვენებს, რამდენად არასწორია დამოკიდებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს