შალვა პაპუაშვილი - ეს დღე, ერთი მხრივ, ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, მომავალზე დაფიქრების დღეა


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
"დღეს ვიხსენებთ 17 წლის წინ, აგვისტოს ომში დაღუპულ ჩვენს ჯარისკაცებსა და მოსახლეობას - 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა და საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 125 სოფელზე კონტროლი დაკარგა.
ეს დღე, უპირველეს ყოვლისა, გვაფიქრებს ჩვენი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ გმირობაზე, ჩვენს მოსახლეობაზე, რომელიც იძულებული იყო საომარი ტერიტორიიდან გამოსულიყო და ასევე გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მყიფეა მშვიდობა. დღესაც, ისევე მყიფეა მშვიდობა და ისევე მომენტალურად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, თუკი ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს. ამიტომ, ეს დღე, ერთი მხრივ, ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენ მომავალზე დაფიქრების დღეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს