შალვა პაპუაშვილი – ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა საქართველო და ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი

ავტორი
Front News საქართველო
2008 წელს საქართველოში სამხედრო აგრესია იყო განხორციელებული, როცა უკრაინული არმია, რუსულ გვარდიასთან ერთად, 2010 წლის 9 მაისს აღნიშნავდა, ამიტომ არ მგონია, რომ უკრაინა-საქართველოს შედარება ისტორიულ ჭრილში საქართველოს ისტორიის საზიანოდ იყოს რუსეთთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ჩინეთში ლევან დავითაშვილი ვახშამს დაესწრო, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია.
“რაც შეეხება ღონისძიებას, ეს იყო ჩინეთის ხელმძღვანელების მიერ მოწყობილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა საქართველო და, სხვათა შორის, ევროკავშირის 12 ქვეყნის წარმომადგენელი. ამიტომ ამის ისე წარმოჩენა და ვიზუალიზაცია, თითქოს ორმხრივ კონტაქტზეა საუბარი, მანიპულაციის კლასიკური მაგალითია. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია. სხვათა შორის, თუ კარგად გახსოვთ, რუსეთი გაეროს წევრია და იქაც ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




