შალვა პაპუაშვილი - ეს ომი დამთავრდება და ბევრი განმარტების მოცემა მოუწევს ქართველი ხალხისთვის უკრაინის პოლიტიკურ ელიტას


ავტორი
Front News საქართველო
ჯო უილსონის დაჟინებული მოქმედებებით, რეზოლუციის საბოლოო ტექსტში აისახა ნახევარი წინადადება, რომელიც ეხება არჩევნებს და ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ პირებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ასამბლეა, როგორც ეუთოს საპარლამენტო ნაწილი, ასეთ დროს ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ინტრიგებისთვის და ასეც უნდა შევხედოთ ამ საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთვის გადამწყვეტია ეუთოს პოზიცია, რომელსაც გამოხატავს გენერალური მდივანი.
"სხვადასხვა დელეგაციების მცდელობებს რაც შეეხება, ეს სხვა საკითხია. ერთი რამ უნდა აღინიშნოს სინანულით, ჯო უილსონის ამ დამატების თანაავტორი, მათ შორის, იყო უკრაინის დელეგაცია. რამდენად მძიმეა ამის ყურება. საქართველოს ხელისუფლებამ რა მხარდაჭერაც აჩვენა უკრაინელი ხალხის მიმართ, ახლა, ფაქტობრივად, ეს არის ზურგში დანის დარტყმა ქართული საზოგადოებისთვის. უკრაინა, რომელსაც თავად ეგზისტენციალური საკითხები უდგას, ომშია და იცლის, რათა ქართველ ხალხს გამოუთხაროს ძირი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სამარცხვინოა უკრაინის დელეგაციის ასეთი საქციელი.
"სხვა დროსაც მითქვამს. ეს ომი დამთავრდება და ბევრი განმარტების მოცემა მოუწევს ქართველი ხალხისთვის უკრაინის პოლიტიკურ ელიტას იმ ქცევისთვის, რომელსაც საქართველოს საზოგადოება ხედავს მათი მხრიდან ჩვენი გვერდში დგომის, ჩვენი მხარდაჭერის საპასუხოდ. 600-ზე მეტ სხვადასხვა რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ უკრაინასთან დაკავშირებით. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შევიტანეთ განაცხადი, მოლდოვა რომლის თანაავტორიც არ იყო, ჩვენ ვიყავით თანაავტორი და ამის საპასუხოდ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ფორუმზე, ეუთოსა და PACE-შიც ასევე გამოირჩევა უკრაინის დელეგაცია, ცდილობენ, დააზიანონ ქართველები. დღესაც უკრაინელი ლტოლვილები არიან ჩვენთან, მივიღეთ უკრაინელი ოჯახები, ბავშვები. ჩვენ ვიყავით ლამის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უკრაინულ ენაზე შესთავაზა სასკოლო განათლების შესაძლებლობები ბავშვებს და რას ვიღებთ ამის პასუხად, რომ დარბიან დერეფნებში, რათა რაიმენაირად დააზიანონ ქართველი ხალხი. ეს არის პასუხი იმ მეგობრობაზე, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ უკრაინელ ხალხს?! ეს არის უკრაინელი ხალხის ინტერესების ღალატი, როდესაც თავს ესხმიან ქართველ ხალხს სხვადასხვა ფორუმზე ამ მართლაც არამეგობრული ქცევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს