
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.
„კარლ ჰარცელმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა მადლიერება ევროკავშირის მხრიდან ათწლეულების მანძილზე საქართველოს განვითარებისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების და მათი საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში, რაც ქვეყანას სათანადოდ მოამზადებს 2024 წელს დაგეგმილი ევროკავშირში გაწევრიანების წარმატებული განაცხადისთვის.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის გეგმებზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს