Logo

შალვა პაპუაშვილი – გამეორებაც კი რთულია, იმხელა შეურაცხყოფა, ცილისწამება, იმხელა კლიშე, დისკრედიტაცია იყო თავად კითხვაში ჩადებული

პოლიტიკა
805
Frontnews image description

რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. თითქოს რაღაც კითხვა არსებობს და ლეგიტიმური კითხვაა. არანაირი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

“ჩვენ ვნახეთ, ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა თქვამ, რომ რაღაცა დაგუგლა, დაგუგვლაზე ჟურნალისტი რომ ააწყობს თავის კითხვას, დაგუგვლაზე მედია რომ ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ, რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როდესც ის ამბობდა, რომ სამწუხროდ, მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული.

 

ამ კითხვაში არაფერი არ იყო ჩვეულებრივი, როგორც მისი ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, როგორც იმ ადამიანის დამსახურების და როლის გათვალისწინებით, რომელზეც ჰქონდა ამ ჟურნალისტს საუბარი და მან სავარაუდოდ, არც კი იცის, ვიზე საუბრობს, რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაში, სავარაუდოდ, არც კი იცის, ვიზე რას საუბრობს. ეს არის პრობლემა. არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა კითხვას, რომლის საფუძველიც იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსის, რომელიც ცნობილია საქართველოს მიმართ დეზინფორმაციით, ნათქვამი, რომ მან რაღაც დაგუგლა. სერიოზულობის მარცვალი მაინც ხომ უნდა იყოს. 

 

რაც შეეხება ვერბალურ გაცვლა-გამოცვლას, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და მათ შორის ირაკლი კობახიძე, როდესაც ვთქვით, რომ ქართული დემოკრატიის და საღი პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მაპოლარიზებელი რიტორიკა, რომელიც სამწუხაროდ, მათ შორის მედიის მხრიდან არის წახალისებული, ეს არის გამოწვევა და ამას უნდა ჩავხედოთ თვალებში. როდესაც ვერბალური გაცვლა-გამოცვლა მიდის, ხომ მოისმინეთ კითხვა, როგორიც იყო, გამეორებაც კი რთულია, იმხელა შეურაცხყოფა, ცილისწამება, იმხელა კლიშე, დისკრედიტაცია იყო თავად კითხვაში ჩადებული. გუშინ იყო მცდელობები, რამენაირად სხვანაირად აეხსნათ. შეცვალეთ კითხვა, ჩადეთ სხვა შინაარსი ამ კითხვაში, სხვა სიტყვები, მიუსადაგეთ საკუთარ თავს, თქვენს ახლობლებს და შემდეგ დაფიქრდით, რამდენად არის ასეთი კითხვა საერთოდ რაიმე კავშირში ეთიკურ ჟურნალისტიკასთან.

 

ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია და სხვათაშორის, თუ შევხედავთ რეაქციებს, მათ შორის პოლიტიკოსების გამოხმაურებებს, ნახავთ, რა იყო მიზანი ამ პროვოკაციის. ვხედავთ, რომ უჭირთ პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური ტემპერატურის აწევა. ამ დროს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავად დისკრედიტებული არიან, ცდილობენ ხოლმე სხვა აქტორების გამოყენებას. ხან არის ეს მედია, ხან არასამთავრობო სექტორი. მედია უკვე იყო ერთხხელ გამოყენებული ამ კუთხით, პოლიტიკური ტემპერატურის ასაწავედ. დღესაც ვნახეთ ზუსტად ეს. ამიტომ ნაცვლად ზედაპირული მსჯელობისა, მათ შორის ჟურნალისტებს მოგიწოდებთ, რომ ჩახვიდეთ უფრო მეტად სიღრმეში, დაუბრუნდეთ ჟურნალისტური საქმიანობის საწყისებს, რომელც გულისხმობს ეთიკურ ჟურნალისტიკას, გულისხმობს იმას, რომ მაყურებლამდე მიიტანოთ ინფორმაცია და არა თქვენი პოზიცია, შეფასება და დამოკიდებულება რაღაც საკითხების მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც საპარლამენტო ჟურნალისტიკაზე გვაქვს საუბარი. ამაზე მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდანაც არაერთხელ მითქვამს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები