
ავტორი
Front News საქართველო
გამორიცხულია ჩვენი მონაწილეობა ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა,
მისი თქმით, საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ტერიტორიების დეოკუპაცია.
“პირველი ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება ცალკეული ჯგუფებისთვის მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ლავროვის განცხადებით, “საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ის სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს“.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს