შალვა პაპუაშვილი – „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საუკუნის ტყუილს, რაც ქართული კანონის რუსულად წარმოჩინებას გულისხმობდა, წერტილი დაუსვა.
როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პუნქტებად ჩამოწერა, თუ რა არის პრობლემური რუსეთში მოქმედ კანონში და საზოგადოებამ დაინახა, რომ არც ერთი ეს პუნქტი, ქართულ კანონში არ გვხვდება.
„საერთო ჯამში, ჩვენ გვქონდა ძალადობის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია – რომელიც ასევე, მნიშვნელოვანი იყო და აქ მე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს, რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ და მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ დაფინანსებულ კამპანიას დისკრედიტაციისთვის. ამას რამდენიმე დღის წინ წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც აჩვენა, თუ რას ნიშნავს რუსული კანონი, პუნქტებად ჩამოწერა, თუ რა არის პრობლემური რუსულ კანონში და ყველამ დავინახეთ, რომ არც ერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში არ არის და ამით ეს საუკუნის ტყუილი რუსულ კანონთან დაკავშირებით დასრულდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს