შალვა პაპუაშვილი – განადგურებულია ფაქტობრივად ოპოზიცია, ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, როდესაც ეს ამბავი გაიგეს

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ოპოზიცია განადგურებულია.
“ვნახეთ, განადგურებულია ფაქტობრივად ოპოზიცია. პარასკევს, როდესაც გვქონდა საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვანია, რადგან სესია იხურება, ჰიმნი უნდა გაჟღერდეს, ოპოზიციის თითო-ოროლა წარმომადგენელი იმყოფებოდა სხდომაზე. წინა საღამოს მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მეორე დღეს სხდომაზეც კი არ მოვიდნენ, რომ არ აღენიშნათ ეს. აღარ ვსაუბრობ საერთოდ მათი მხრიდან დამოკიდებულებაზე, როგორ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, როდესაც ეს ამბავი გაიგეს.
მთელი პერიოდი ვაკვირდებოდით, რომ ამბობდნენ – საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ეს გეგმა ჩაუვარდათ. მეორე, ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რათა ვერ მიეღო სტატუსი, დადიოდნენ კაბინეტ-კაბინეტ, ატალახებული ჰქონდათ ბრიუსელის, თუ სხვადასხვა დედაქალაქის კაბინეტები, რათა დაერწმუნებინათ ევროპელი პოლიტიკოსები, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. მათ და რამდენიმე მილიონერ „ენჯეოს“ ჰქონდათ ზუსტად ეს მიზანი დასახული. სტატიებს აქვეყნებდნენ ამაზე, “ენჯეოები” წერდნენ სტატიებს, რომ გადაეწიათ კანდიდატის სტატუსის მიცემა ან ისე მოეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, რომ ეს ოპოზიციის ხელში იარაღად ქცეულიყო. ქართული რადიკალური ოპოზიცია და, სამწუხაროდ, ზოგჯერ ზოგიერთი არარადიკალურიც, კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხის და საქართველოს ისტორიის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




