
ავტორი
Front News საქართველო
2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო გლობალურად 41-ე ადგილზეა და პირველად შედის ევროპის საუკეთესო ოცეულში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ტვიტერზე” წერს.
პაპუაშვილის თქმით, გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით საქართველო არის ევროპის ხუთ საუკეთესო ქვეყანას შორის.
“საქართველოს აქვს იგივე მაჩვენებელი, რაც ჩეხეთის რესპუბლიკას, იტალიას და სლოვენიას, უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ასევე, გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით, საქართველო არის ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორის“, – წერს პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს