შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" შტაბს

ავტორი
Front News საქართველო
საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს.
საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არდაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




