
ავტორი
Front News საქართველო
ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას როცა ვუპირისპირდებით, ღირსების საკითხია, გამოვიდეთ რუსთაველზე და ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას დავანახოთ, რა სურს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, მოწოდება არის ყველას მიმართ, რომ ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, როდესაც ვუპირისპირდებით შავ ფულს, რომელიც შემოდის უცხოეთიდან. ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას როცა ვუპირისპირდებით, ეროვნული, ღირსების საკითხია, რომ ყველა გამოვიდეს რუსთაველზე და დავანახოთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რა სურს ქართველ ხალხს.
ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება ყველა სიტყვაში. აქ დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც – ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს