
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დასასრულს, პარლამენტის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის ყველა წევრს აქტიური მონაწილეობისთვის, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ამ წელს გაწეული შრომისთვის, მადლობა მედიის წარმომადგენლებს საპარლამენტო საქმიანობის აქტიურად გაშუქებისთვის.
მინდა ყველას წინასწარ მოგილოცოთ ახალი წელი და შობა და გისურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და გისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს ჩვენთვის საინტერესო საპარლამენტო საქმიანობის წელი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა რეგლამენტის თანახმად, საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს