
ავტორი
Front News საქართველო
თავად არიან კანონმდებლები, აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ამიტომ, თუ ფიქრობენ რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, დააინიცირონ ეს ცვლილება კანონში და მე პირადად სიამოვნებით მოვისმენდი მათ მოტივაციას, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნას მათ მიერვე ჩახსნილი საარჩევნო სიების აღდგენასთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარე თავის დროზე სიებს გაუქმებას „ანტიკონსტიტუციურ შანტაჟს“ უწოდებს.
“სიების ჩახსნა იყო გამოყენებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. გახსოვთ, იმიტომ ჩახსნეს სიები, რომ მეტი ზეწოლა ჰქონოდათ პარლამენტზე და პარლამენტი იძულებული ყოფილიყო დაშლილიყო. ეს ყო ჩვეულებრივი ანტიკონსტიტუციური შანტაჟის ინსტრუმენტი და მას შემდეგ, რაც ეს შანტაჟი ჩაიშალა, ახლა უკვე ცდილობენ უკან დააბრუნონ ეს ყველაფერი ისე, რომ საბოლოო ჯამში არც არავინ აღიარებს, რომ რამე შეცდომა ჰქონდათ. მათ რიტორიკას თუ შეხედავთ, იმის სითამამეც არ ჰყოფნით ისაუბრონ იმაზე თუ რა უყვეს საკუთარ ქვეყანას 6 თვის განმავლობაში, როდესაც არ შემოდიოდნენ პარლამენტში, იმით, რომ აჯანჯღარებდნენ ქვეყანას და შემდეგი 6 თვე, როდესაც საუბრობდნენ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზე. ახლა ამაზეც არ საუბრობენ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ არანაირი საფუძველი ამ საუბრებისთვის არ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა “იმედის“ ეთერში.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს