
ავტორი
Front News საქართველო
“პარლამენტი მუშაობს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის პატივისცემის ნაწილია ასევე, ამ წესების პატივისცემა. ჯერ წესია საქმე და შემდეგ, საქმეა-საქმე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დაწყებამდე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი უკრაინის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენს კონსტიტუციას და ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზს ნამდვილად ეკუთვნის ეს პატივისცემა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სალომე ზურაბიშვილი სასესიო დარბაზში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად შევიდა, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებები მოჰყვა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს