
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთან ფრენების ჩაკეტვა და აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როგორც ფრენების ჩაკეტვა, ისე აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. ამაზე საქართველოს არც გავლენა, არც რაიმე სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია. გვახსოვს 2019 წელს, როდესაც შეწყდა პირდაპირი ფრენები, მაშინ ჩვენი დასავლელი კოლეგები, მათ შორის ელჩები საქართველოში მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ ეს სანქცია მოეხსნა იმიტომ, რომ თავის დროზე, იცით, სანქციის სახით იყო შემოღებული რუსეთის მხრიდან. მაშინაც იყო ეს მოწოდებები, რუსეთის მხრიდან გათვალისწინებული არ იყო. ახლა ცალმხრივად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ამაზე არანაირი გავლენა არ გვაქვს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ის უსამართლო სანქცია, რაც რუსეთს საქართველოს მიმართ დაწესებული ჰქონდა, მოიხსნა.
ზოგადად, კარგია, რომ ვისაც სანქციები აქვს დაწესებული საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, ყველამ მოხსნას“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს