შალვა პაპუაშვილი - "ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
"ამომრჩევლების 63%-ს აქვს ნდობა არჩევნების მიმართ, 56,2% კი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.
ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს – სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს ზიზღს და ძალადობას ამჯობინებს.
ქართველ ხალხს სურს მშვიდობა და არა ომი, განვითარება და არა ნგრევა, ქვეყნის გამთლიანება და არა შუღლი, ეროვნული ინტერესებით მოქმედება და არა შეშლილი სამყაროს ისტერიაში სხვის მარიონეტად ყოფნა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს