შალვა პაპუაშვილი - "ქართული ოცნების" პირობებში, ხელისუფლების ყველა შტო გამართულად იმუშავებს 4-შიც და 5-შიც


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" პირობებში, ხელისუფლების ყველა შტო გამართულად იმუშავებს 4-შიც და 5-შიც. პაატა ბურჭულაძემ იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორემ ის არა მხოლოდ პასუხისმგებელია პოლიტიკურად, არამედ ოფიციალურად ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიცაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბურჭულაძემ მერიას წერილი მისწერა და ოფიციალურად მერიას აქციის გამართვის ნებართვა სთხოვა.
"თუ წინა შემთხვევებში ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ და ძალადობის შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ, მაგალითად ვაშაძემ თქვა, რომ პარლამენტს წრე დავარტყათო და შემდეგ მე რა შუაში ვარ, რატომ დამიჯერეთო. პაატა ბურჭულაძე ოფიციალურად ხვალინდელი აქციის ორგანიზატორია და საკუთარი თავი დაიფიქსირა. რაც კი რაიმე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი იქნება, სხვაც, მათ შორის "ნაცმოძრაობა", არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც თანაორგანიზატორები არიან, მაგრამ მან იურიდიულად ეს გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ამიტომ, იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება მომავალს, ხვალ, არჩევნებით, საარჩევნო ციკლს ვასრულებთ - საპარლამენტო იყო, შემდეგ პრეზიდენტი ავირჩიეთ, ხვალ ადგილობრივ თვითმმართველობას ავირჩევთ. 2028 წლამდე, ქართულ სახელმწიფოს საშუალება ექნება, ამ ყალბი ისტერიის გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასა და ტერიტორიულ გამთლიანებაზე ვიზრუნოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს