Logo

შალვა პაპუაშვილი - ქართველ ხალხს გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ადამიანებთან საერთო არაფერი აქვს

პოლიტიკა
53
Frontnews image description

ევროპარლამენტის სახით არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის სრული რეინკარნაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს საბჭოთა მენტალიტეტის მქონე და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან საერთო არაფერი აქვს.

"ვხედავთ, რომ ამ ხალხთან სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გვრჩება სასაუბრო. ჩვენ ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე ვართ. ევროპარლამენტის სახით გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფრით – ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიენეს რუსული აქცენტით. აბსოლუტურად ყველაფრით სრული რეინკარნაციაა უკვე სახალხო დეპუტატთა ყრილობის, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ ევროპულად და როგორც დემოკრატიული ქვეყანა – ჩვენ შორის არის ღირებულებითი უფსკრული. იმ რაღაც ღირებულებით აჯაფსანდალთან, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს და ვერც გვექნება.

ევროკავშირის ეს ინსტიტუცია თვისებრივად უნდა შეიცვალოს, რათა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა შეეძლოს. ქართველ ხალხს საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან საერთო არაფერი აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები