Logo

შალვა პაპუაშვილი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში

პოლიტიკა
239
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის დაკავებას ეხმაურება.

"გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები. დღეს „ალდეს“ წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში“, – წერს პაპუაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა დღეს დილით, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები