შალვა პაპუაშვილი – ხალხი თუ სრულად გარიყავს “ნაციონალურ მოძრაობას”, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა უკვე არ ექნება


ავტორი
Front News საქართველო
მთავარია, ხალხმა მარგინალიზება მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც საქართველოს ზიანის მეტს არაფერს აყენებს, ხალხი თუ სრულად გარიყავს მას, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა უკვე არ ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და 10-წლიანი ოპოზიციაში ყოფნის დროს პასუხისმგებლობას, ეს პოლიტიკური ძალა – და ზოგადად იგულისხმება არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთლიანად ეს იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობას – პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, საბოლოოდ დამარცხდეს. ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება უკვე 10 წელია, არ უშვებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მასთან კავშირში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა რაიმე სახელისუფლო ბერკეტი მიიღონ. ახლა უკვე ამოცანა არის ის, რომ ქართული საზოგადოების ეს დამოკიდებულება ისე გამოიხატოს, რომ მოხდეს მარგინალიზება მთლიანად ამ პოლიტიკური იდეოლოგიისა, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“.
საპარლამენტო თუ სამართლებრივ მექანიზმებზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცით, ზოგადად რას გულისხმობენ ამ ინიციატივაში. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური განაჩენი „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ ხალხმა გამოუტანოს. სამართლებრივად ამას მერე მნიშვნელობა უკვე არ ექნება. მთავარია, ხალხმა მარგინალიზება მოახდინოს ამ პოლიტიკური ძალის, რომელიც საქართველოს ზიანის მეტს არაფერს აყენებს და თუკი ქართველი ხალხი ამაში სრულად იქნება კონსოლიდირებული, სრულად გარიყავს და მოახდენს ამ ძალის მარგინალიზებას, სამართლებრივი ბერკეტის საკითხს მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ დაიბნევა, 2024 წელს არჩევანი იქნება „ქართულ ოცნებას“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის

შალვა პაპუაშვილი – პირობითად თუ გაიყვანა რომელიღაცა პარტიამ 15 პარლამენტის წევრი, მე-16-დან შეუძლიათ ეს სია ჩახსნან, 15 კაცს თითს ვერ დაადებს ვერცერთი პარტია

შალვა პაპუაშვილი – დანაშაულები, რაც მან ჩაიდინა, არანაირად არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში