შალვა პაპუაშვილი – ხვალ ჩავნიშნავთ პრეზიდენტის არჩევის თარიღს, მნიშვნელოვანია, არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“პარლამენტი უკვე ხვალ ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ ხუთ წლით იყოს არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს