
ავტორი
Front News საქართველო
რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, ამ აქციასაც უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
“უპირველეს ყოვლისა, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ასეთი სახის გადაწყვეტილებები მიიღება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით. ამ შემთხვევაში იცით, რომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში, ეს არის მინიმალური, ელემენტარული პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოსი.
ჩვენ ადრე ვხედავდით ჩარევის მცდელობებს და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თავს შეიკავებენ ზედმეტი განცხადებებისა და ზეწოლისაგან სასამართლოზე. რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და წესით, ამ აქციასაც უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც დღეს აქვს საქართველოს, ქართველ ხალხს და ამიტომაც არის, რომ მათ ქართველი ხალხი მუდმივად პასუხს სცემს თავისი დამოკიდებულებით, რომელიც ჩნდება სწორედ იმაში, რომ მათ მოწოდებებს უკვე ფასი აქვს დაკარგული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს