
ავტორი
Front News საქართველო
ისევე, როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მალტა საქართველოს ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია.
“დღეს მალტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ისევე, როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ მალტა არის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი არა მხოლოდ საქართველოს წინსვლის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ. ამ საუბრების შედეგად ჩვენი მალტელი კოლეგებისთვის დიდი მადლობა გვეთქმის. ეს ჩვენი ხალხისთვის ნამდვილად არის დიდი მოტივაცია, როცა გვეგულება ქვეყანა, რომელიც ასეთი გულმხურვალე გულშემატკივარია ჩვენი ევროპული გზის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს