
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს – საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდს და საქართველოს შესახებ მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს და დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის განხორციელების პროცესში. ასევე, მიმოიხილა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმდინარე რეფორმები.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობებზეც.
შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს