Logo

შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

პოლიტიკა
156
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

მისი თქმით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის ძალიან მყარი საფუძველი შექმნა.

"ვულოცავ მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას. ჩვენს ერებს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ შექმნა ძალიან მყარი საფუძველი საქართველოსა და ბულგარეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები