
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი.
მისი თქმით, ოპოზიციას და პარლამენტის წევრებს აქვთ სხვა ბერკეტები, მათ შორის უფრო სწრაფი და ეფექტური.
როგორც მან აღნიშნა, რამდენადაც აქვს ინფორმაცია, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციის წესით კითხვები უკვე გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს.
“ეს არის ის ფორმა, რომლითაც შეუძლიათ, ყველაზე სწრაფად, ეფექტიანად მიიღონ პასუხი კითხვებზე, თუ რაიმე კითხვა აქვთ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ოპოზიციაშიც არ იყო თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა ტრაგედიის ფონზე პოლიტიკური შოუს დადგმის სურვილი და მცდელობა. მხოლოდ ამას წარმოაჩენდა და მათთვისვე იქნებოდა დამაზიანებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს