
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა.
კანონმდებლები ოცდაათამდე საკითხს, მათ შორის, დაჩქარებული წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს განიხილავენ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სამშაბათს, 7 ივნისს, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კანონპროექტების განხილვა შედგება.
ხვალვე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებს.
ოთხშაბათს, 8 ივნისს, გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.
პლენარულ სხდომას მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ხუთშაბათს, სავარაუდოდ, დეპუტატები ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრიან კენჭს.
ამავე დღეს, პარლამენტი, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს