Logo

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია არგუმენტი, როდესაც ერთი კონსტიტუციური ორგანო მეორე კონსტიტუციურ ორგანოს ასეთი ეპითეტით ამკობს

პოლიტიკა
642
Frontnews image description

განსაკუთრებით, როდესაც მძიმე ეპითეტებით ხდება ამა თუ იმ კონსტიტუციური ორგანოების მოხსენიება, ამას სულ მცირე, უნდა მოყვეს არგუმენტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

“ჩვენ მოვისმინეთ ეპითეტი, მაგრამ არ მოვისმინეთ არგუმენტი, ეს არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით, როდესაც ასეთი მძიმე ეპითეტებით მოიხსენიება ესა თუ ის კონსტიტუციური ორგანოები, ამას სულ მცირე უნდა მოყვეს არგუმენტი. აქ საკმარისი არ არის, რომ ვიღაცამ გააკრიტიკა, ვიღაცამ ასე თქვა და ვიღაცამ ისე თქვა. აქ მნიშვნელოვანია არგუმენტი, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციურ ორგანოზე, როდესაც ერთი კონსტიტუციური ორგანო მეორე კონსტიტუციურ ორგანოს ასეთი ეპითეტით ამკობს. ამ კუთხით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომიყოს არგუმენტები. სწორედ ამიტომაც, პარლამენტში შექმნილია ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციაც მონაწილეობს და სადაც მსჯელობა მიდის როდესაც არის ბევრი ხმამაღალი განცხადება სასამართლოსთან მიმართებით, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება ხოლმე, არგუმენტები ცოტაა. ჩვენ ასეთი ხმამაღალი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებითაც გვახსოვს და საქმე საქმეზე რომ მივიდა, ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. იმ სამუშაო ჯგუფის იდეა რა არის? ის, რომ ყველამ დალაგებულად, გაწერილად და ჩამოყალიბებულად წარმოადგინოს არგუმენტები, კონკრეტულად რას ხედავენ როგორც პრობლემას და თუ კი შევთანხმდებით, რომ არის გარკვეული გამოწვევები, რა გზებით შეიძლება რაიმეს შეცვლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები