
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავისი ისტორიით, გამოცდილებით, ომებით, რომლებიც ჰქონდა, თავის სამართლებელი საერთოდ არავისთან აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
“საქართველოსთან ასე მოპყრობა, დამოკიდებულება, თავისთავად უკვე არის არასწორი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე რეაქციები გვაქვს. დღეს ვსაუბრობთ სანქციებზე, გუშინ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ამ საკითხში ყველაზე ჩახედული ადამიანები იყვნენ ჩამოსული და ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქ არანაირი სანქციის გვერდის ავლა არ ხდება. გახსოვთ, რომ დღესაც, უკრაინას ასეთი ბრალდებებით დასანქცირებული ჰყავს, თუ არ ვცდები, ჩვენი რამდენიმე მოქალაქე.
ამის შემდეგ თქვენ და ჩვენი მოსახლეობა მგონი ელოდება, რომ უკრაინა სანქციებიდან ამოიღებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ტყუილად დააბრალა, თითქოს მათი მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს