შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას


ავტორი
Front News საქართველო
არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მოსამართლეს, მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მოიხსნას ეს სანქციები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
“სანქციებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილია. მგონი, უკვე ორი თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი. ამიტომ მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს და პირიქით, მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მოსამართლეს.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებებს, მოგიწოდებთ, გაიხსენეთ ყველა ის ე.წ. მაღალი მნიშვნელობის მქონე საქმე, იქნებოდა ეს სააკაშვილის, „რუსთავი 2“-ის საკითხი თუ ა.შ. ზუსტად იმავე არგუმენტებით დისკრედიტირება ხდებოდა სასამართლოსი, შემდეგ გაიხსენეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი სტრასბურგში. ასე დასრულდება ყველა საქმე, ვინაიდან არის პოლიტიკური ანგაჟირება და ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის მცდელობა. ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ეს ტესტი გაიარა ღირსეულად. აბსოლუტურად ყველა საქმეზე, სადაც საუბარი იყო, თითქოს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ა.შ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – რაც სანქციები არის დაწესებული, არცერთი ფაქტი არ არსებობს გვერდის ავლის და ზუსტად ეს დადასტურდება ამ ვიზიტის დროსაც

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ დიდი ხნის წინ გვაქვს გაკეთებული შეზღუდვები, რაც ახლა სხვა ქვეყნებს შემოაქვთ რუსეთის მიმართ, შეიძლება, აქეთ გვიერთდებიან რაღაც საკითხში

შალვა პაპუაშვილი – რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი