შალვა პაპუაშვილი - ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიერებელი ადამიანების გაიგივება

ავტორი
Front News საქართველო
რასაც ვაკვირდებით, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს საზოგადოებაზე გავლენის მოპოვებას გარედან ცდილობენ, არის საზოგადოების დაყოფა, ქიშპის შეტანა, ერთმანეთზე გადაკიდება და ა.შ. და მთავარი იარაღი ამაში არის სიძულვილის ენა, რომლითაც მთლიანად გაჯერებულია რადიკალური ოპოზიციის ფრთა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "პოს ტვ"-ის ეთერში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ბიზნესი, თავისი არსით, ვერ იქნება სიძულვილის მხარეს, შესაბამისად, მსგავს ექსცესებს, საბოლოო ჯამში, შედეგი არ მოაქვს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, ზიზღი - იქცა მთავარ იარაღად და ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის დროშის ფრიალის ქვეშ. შესაბამისად, აიგივებენ ზიზღს, ძალადობას, სიძულვილს, ევროკავშირთან, რაც სავალალოა უპირველეს ყოვლისა, თავად ევროკავშირის რეპუტაციისთვის. რა თქმა უნდა, ნაკლებად სასურველია და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მიაქციოს ყურადღება, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი ადამიანების, სიძულვილის განმასახიერებელი ადამიანების გაიგივება. ამიტომ, ასეთი მოვლენები, ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, მცდელობა იყო "ბიემჯის" მხრიდან და ა.შ., როდესაც შეეცადნენ, ქართული ბიზნესი ჩაეთრიათ რადიკალიზმში და გახსოვთ მაშინ, "Free Business"-ის სათაურის ქვეშ, ქართული ბიზნესი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი ჩავარდა, რადგან ბიზნესი თავისი არსით არ შეიძლება იყოს სიძულვილის მხარეს, იყოს იმ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გარედან თავს მოხვეული სახით აქვს. ასეთ ექსცესებს, ვხედავთ, რომ არანაირი შედეგი არ მოაქვს, ვინაიდან, ბიზნესი - მით უმეტეს, როდესაც მსხვილ ბიზნესზე ვსაუბრობთ, მისი ინტერესია, ყველას თანასწორად მოემსახუროს და არ გააიგივოს საკუთარი თავი იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოფენ საზოგადოებას სხვადასხვა იარლიყების მიწებებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




