შალვა პაპუაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია საზოგადოებისთვის გონების არევით

ავტორი
Front News საქართველო
12 დღე დარჩა არჩევნებამდე და ატყობთ ეს თემები საიდან, ვისგან და რატომ მოდის და რა ინტერესია ამ ყველაფრის უკან. ეს ხომ არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია საზოგადოებისთვის გონების არევით, შფოთვის შეტანით, დეზინფორმაციით და ა.შ. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ, რა საჭიროება აქვს ხალხს, აწარმოებენ დეზინფორმაციის კამპანიას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




