შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა

ავტორი
Front News საქართველო
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში.
ღონისძიებაში შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პრეზიდენტი.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




