Logo

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა

პოლიტიკა
114
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი შეხვდება სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები