შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში (IPU) მიიღებს მონაწილეობას.
"ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის გენერალურ დებატებში მონაწილეობა, სადაც შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი




