Logo

შალვა პაპუაშვილი – ორი მოცემულობა გვაქვს – ერთია საერთაშორისო გამოძიება, მეორეა ჭორები

პოლიტიკა
868
Frontnews image description

ორი მოცემულობა გვაქვს – ერთია საერთაშორისო გამოძიება, რომელმაც დაადგინა დამნაშავე პირები და კავშირები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლებიდან ზოგიერთ პოლიტიკოსთან მიდის, მეორეა ჭორები, – ამის შესახებპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მან ასევე გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ წინააღმდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზეც ისაუბრა, პაპუაშვილი აცხადებს, რომ მათ სურთ ეს ჭორი გარკვეულ პირებს მიაბან, თავად კი გამოძიებას ენდობა და არა აღქმებსა და ჭორებს.

 

“ჩვენ გვაქვს ორი მოცემულობა, ერთი გახლავთ გამოძიება მათ შორის, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით, რომელმაც დაადგინა დამნაშავე პირები, კავშირები, მათ შორის კავშირები, რომლებიც ზოგიერთ პოლიტიკოსთან მიდის ყოფილი ხელისუფლებიდან, გამოძიებაში ჩართული იყო საქართველოსთან ერთად გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოძიებები, ერთ მხარეს ეს გვაქვს და მეორე მხარეს გვაქვს ჭორები, რომლითაც უნდა მიაბან ეს თემა ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ თითის დადებით შეარჩევენ ხოლმე, თუ ვისი დისკრედიტირება სურთ ახლა და შემდეგ კიდევ ვისი. ამიტომ, როცა გვაქვს ორი მოცემულობა – ერთი საერთაშორისო გამოძიება და მეორე ჭორები, ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა სწორედ ხვდება, რომ უნდა ენდოს საერთაშორისო გამოძიებას და არა ჭორებს. წარმოდგენების სამყაროში ყოფნას, მე მირჩევნია ვენდო საერთაშორისო გამოძიებას, ვიდრე წარმოდგენებს, აღქმებს და ჭორებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები