შალვა პაპუაშვილი – ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშების და „პუწინის მონების“ იარლიყით ჩაყრიან ფიზიკურ თუ მორალურ დილეგში

ავტორი
Front News საქართველო
უკანონო მხოლოდ მათი პატიმარია, გამოხატვა მხოლოდ მათი უფლებაა, თავისუფლება მხოლოდ მათთვისაა, ამომრჩეველი მხოლოდ მათია, ადამიანები მხოლოდ ისინი არიან… ყველა სხვა, მათთვის ადამიანი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
“უკანონო მხოლოდ მათი პატიმარია, გამოხატვა მხოლოდ მათი უფლებაა, თავისუფლება მხოლოდ მათთვისაა, ამომრჩეველი მხოლოდ მათია, ადამიანები მხოლოდ ისინი არიან… ყველა სხვა, მათთვის ადამიანი არ არის. სხვები არ არიან ამომრჩევლები, სხვებს არ ჰყავთ მშობლები და შვილები, სხვებს არ აქვთ პროტესტის უფლება. ჯერ „თავისუფლება მიშათი“ დასცინეს, მერე მიტინგიდან მეგაფონით დაუმატეს, და ახლა ამის გაპროტესტებისთვისაც აბუჩად იგდებენ. სიტყვა „მონას“ შემთხვევით არ იყენებენ. ამით სხვებს კი არ აღწერენ, სხვებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას აჩვენებენ… მონა უუფლებო ადამიანია. სწორედ ასეთებად მიიჩნევენ ყველას, ვინც მათთან არ არის.
ჰოდა, როგორც პლანტატორებისთვის ხსნილი იყო მონებზე, ასე უხსნილებენ თავის იდეოლოგიურ ბაბლს. ცილისწამება, აბუჩად აგდება, გარიყვა… ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშების და „პუწინის მონების“ იარლიყით ჩაყრიან ფიზიკურ თუ მორალურ დილეგში. იზამენ… ნამდვილად იზამენ… თვალსაც არ დაახამხამებენ, ისე იზამენ… და ეს, ყველამ ვიცით… ყველამ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshpapuashvili%2Fposts%2F346709840585129&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”227″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


