
ავტორი
Front News საქართველო
ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
“შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეს, რაშია საქმე.
ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს