Logo

შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც მოსახლეობამ 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა

პოლიტიკა
88
Frontnews image description

"უკვე მეოთხე სესიაა, რაც საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ქართველი ხალხის სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობს. მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, საქართველოს მოსახლეობამ, 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა. არჩევნებით, რომელიც მოინათლა რეფერენდუმად, რომელსაც მიეცა ყოფნა-არყოფნის განზომილება, რომელზეც საქართველოს მტრულმა ძალებმა დადეს ფსონი, რომ უნდა შეეცვალათ ჩვენი ქვეყნის ისტორია, რეალური დღის წესრიგის ნაცვლად თავს მოეხვიათ ყალბი, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი და მოვეტყუებინეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი არ შეცდა. ამომრჩევლის 54%-მა, საქართველოს 1120000-მა მოქალაქემ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ, ძლიერ, სუვერენულ და დამოუკიდებელ მომავალს. მომავალს, რომელსაც მკაფიოდ და მტკიცედ განასახიერებს „ქართული ოცნება“.

„ერთი წლის წინ, წინა ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტში არ იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობა, რადგან მათ მიმართეს საპარლამენტო საბოტაჟის ყოვლად არაკონსტიტუციურ, არადემოკრატიულ და, როგორც დრომ დაადასტურა, არაეფექტურ ფორმას, როდესაც უარი თქვეს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებზე.

დღეს პარლამენტში გვყავს ერთით მეტი ოპოზიციური ჯგუფი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ სახით. თუმცა, ასევე ვხედავთ, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ გაურკვევლობაშია გაჭედილი, ისევე, როგორც დანარჩენი რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიცია. მათ ერთდროულად უნდათ იყვნენ საქართველოს არჩეული პარლამენტის წევრები და ამავე დროს უარი თქვან არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. ჩვენ ვისმენდით, რომ მათი პარლამენტში შემოსვლის მიზანი ხელისუფლებასთან „სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო“, მაგრამ, საბოლოოდ, თავად აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, საკუთარი გაორებული პოლიტიკური მდგომარეობის მძევლებად“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები