შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ არიან მოწვეული


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მიწვეული არ არიან.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ეს შიდა სახელმწიფოებრივი საკითხია.
“არ მომიწვევია. მოწვევები უკვე დავაგზავნე ორი დღის წინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეული არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. რაც შეეხება ელჩებს, ისინი მოწვეული არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საკითხი, რომელიც შეეხება არჩევნებსა და პარლამენტის პირველ სხდომას. მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა პროცესში აუცილებელი არ იყოს. ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტი და ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს