შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სახელით, ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს

ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებული შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ მუსტაფა ქემალ ათათურქის და ყველა იმ ადამიანის ხედვას, რომლებმაც თქვენს დიდებულ სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა.
მისი თქმით, მათმა შორსმჭვრეტელობამ და პროგრესის მიღწევის მისწრაფებამ, ასევე, მათ მიერ დამკვიდრებულმა პრინციპებმა - სუვერენიტეტი, თანამედროვე მმართველობა და წინსვლის სულისკვეთება - ქვეყნის ტრანსფორმაცია მოახდინა და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას.
,,თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სანდო მეზობელია.
ჩვენ დიდად ვაფასებთ თურქეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, მის ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
სულ უფრო კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის. ერთმანეთის დამოუკიდებლობის პატივისცემა, რაც, დემოკრატიული არჩევნების გზით, ჩვენი ხალხების ნებაში გამოიხატება, ყოველთვის იყო თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ქვაკუთხედი. სუვერენიტეტი და სახალხო დემოკრატიის პატივისცემა დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი უნდა იყოს, რადგან სუვერენიტეტი ხალხის ნების ძირითადი გამოხატულებაა, რაც თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული ლეგიტიმაციის მთავარი წყაროა.
საქართველო და თურქეთი რესპუბლიკებია და თავად ტერმინი „რესპუბლიკა“ ასახავს მის მთავარ პრინციპს - ხალხის საერთო საქმეს, საერთო ამოცანას და არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს რესპუბლიკის გადაწყვეტილებებში. სახალხო სუვერენიტეტის დამხობის ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის სულისკვეთებას,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა, ასევე ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
,,ჩვენი ქვეყნების პარლამენტები ჩვენი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ქვაკუთხედია. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს კოლეგებთან თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეიდან საპარლამენტო კავშირების გაღრმავებას. წელს, ივნისში, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ვესტუმრე. ჩემს კოლეგასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის კონსტრუქციული, გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებულია. იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგა მალე ეწვევა საქართველოს.
საქართველო და თურქეთი ერთად ქმნიან შესაძლებლობების ისტორიულ დერეფანს, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს და სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ განახლებული ოპტიმიზმით ვუყურებთ ჩვენს რეგიონს, რადგან ვხედავთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების გზაზე პროგრესის ნიშნებს, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პერსპექტივებს და ამ ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნას. ჩვენ, ასევე, მივესალმებით თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზების პროცესში გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს.
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროცესს. გვჯერა, რომ სტაბილური, მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია ახალ შესაძლებლობებს შექმნის მეტი დაკავშირებადობის, ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი გაცვლებისთვის.
საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს.
თურქ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და მზარდ წარმატებას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და აქტიური სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ ჩვენს ერთგულებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


