Logo

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს

პოლიტიკა
82
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს.

"დაანონსებული იყო, რომ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტად იმყოფება და მთავრობის წევრებს  სამთავრობო კომისიის სხდომა აქვთ, საკითხის განხილვა მომდევნო  სასესიო კვირაში გაიმართება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები