
ავტორი
Front News საქართველო
“ფეესბეს“ სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“არც კომენტარი გამიკეთებია და ვერც ამ კომენტარის კომენტარს გავაკეთებ. “ფეესბეს“ სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ „მზაკვრული ნარატივი, რომელიც „ფეესბეს“ დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა, როგორც ჩანს, გრძელდება და სურს, მკაფიოდ განაცხადოს, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას“.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს