
ავტორი
Front News საქართველო
ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, რას ნიშნავს “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და რა იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ სხვა პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან “ქართული ოცნების“ საქმიანობა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას შეადარა.
“როცა ვსაუბრობთ შედარებებზე, აქ არსზე არის საუბარი და დღეს, დიახ, “ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც აჩვენებს, რომ მას შეუძლია, ერთი მხრივ, ცხელი, პატრიოტული გულით და ამავე დროს ცივი, რაციონალური გონით მიიღოს გადაწყვეტილებები და ჩვენ ამის შედეგებს ვხედავთ.
ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და რა იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ სხვა პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს