Logo

შალვა პაპუაშვილი – ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი მიხედავს, პრობლემა იმ “ევროპელ პოლიტიკოსებშია”, ვინც ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა

პოლიტიკა
1293
Frontnews image description

რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

“რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი.

თუმცა, ეს არ არის მთავარი პრობლემა. ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი იცნობს და მიხედავს.

პრობლემა იმ “ევროპელ პოლიტიკოსებშია”, ვინც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტთან, დამტვრეული ინგლისურით, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები