შალვა პაპუაშვილი – ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ


ავტორი
Front News საქართველო
“ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ იცის რას ნიშნავს რუსული აგრესია და რამდენად მნიშნელოვანია სათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
“რაც შეხება ჩვენ დელეგაციას და ჩემს გამოსვლას, აქ საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია, როგორი იყო თავის დროზე შესაძლოა, არასათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და რა უნდა იყოს სწორი რეაგირება რუსულ აგრესიაზე.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა რუსული აგრესია და ძალიან კარგად ვიცით, როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას უნდა გულისხმობდეს თავის თავში სოლიდარობა უკრაინის მიმართ“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის სესია გაიხსნა.
სამიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, 5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენი გამოცდილებიდან დანახული რუსული აგრესია და მის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა კოლეგებისთვის

შალვა პაპუაშვილი – უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას

შალვა პაპუაშვილი – მორალური პედესტალიდან საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლებას საუბრის უფლება არ აქვს