Logo

შალვა პაპუაშვილი – ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი განცხადებები არ ეკადრება, ამაზე საზოგადოებამაც პასუხი გასცა

პოლიტიკა
1577
Frontnews image description

თუკი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: მიიჩნევდა თუ არა თავს ის მარიონეტად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო?, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას.

 

“თუ კი ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: ის მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო? 

 

კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი განცხადებები და კომენტარები არ ეკადრება. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით მისგან რამდენი ხანია და ამაზე საზოგადოებამაც პასუხი გასცა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები