
ავტორი
Front News საქართველო
“ენჯეოებმა“ და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს კვლავ კამპანია, რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი რუსულად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ კანონპროექტის საწინააღმდეგო კამპანია უცხოური ფულით ფინანსდება.
“ნახავდით სოცქსელში ბანერებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი დეზინფორმაცია, ტყუილი და რომელიც დღეს ფინანსდება უცხოური ფულით. ეს კამპანია უცხოური დაფინანსებით წარმოებს, მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ფინანსდება ამერიკული, ევროპული, შვედური, ჰოლანდიური ფულით, ამ ენჯეოების რესურსების გამოყენებით. ამიტომ ყველა საელჩოს და დონორს მივმართავ, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ვინაიდან შარშან რა ტყუილიც იკადრეს ამ „ენჯეოებმა“, რათა დაემალათ თავიანთი ფინანსები, დღეს ამ ტყუილის განმეორება უცხოური დაფინანსებით ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს